რატომ გვიჭირს საკუთარი თავის მოსმენა

რატომ გვიჭირს საკუთარი თავის მოსმენა

ხანდახან მგონია, რომ საკუთარ თავთან ყველაზე ცუდი კომუნიკაცია გვაქვს.
ყველასთან შეგვიძლია საუბარი; მეგობრებთან, ოჯახთან, უცხო ადამიანებთანაც კი - მაგრამ საკუთარ თავთან საუბარი გვიჭირს.
როცა რაღაც არ მოგვწონს, მაშინვე ვამბობთ: „არა, სისულელეა“, „არ უნდა ვფიქრობდე ასე“, „მეტი პოზიტივი მჭირდება“. თითქოს საკუთარ თავს ვაჩუმებთ.

და მერე გვიკვირს, რატომ ვართ დაღლილები.

საკუთარი თავის მოსმენა არ არის რაღაც მისტიკური პროცესი.
ეს არ არის მედიტაცია, სანთლები და ლამაზი სიტყვები.
ეს არის ძალიან უბრალო რამ: როცა რაღაც არ მოგწონს, და არ ეუბნები საკუთარ თავს, რომ ეს სისულელეა.

ჩვენ ხშირად არ გვინდა საკუთარი აზრების მოსმენა, რადგან გვეშინია, რას ვიპოვით.
შეიძლება აღმოვაჩინოთ, რომ რაღაც აღარ გვინდა.
რომ ვიღაც აღარ გვიყვარს ისე, როგორც გვეგონა.
რომ რაღაც გვღლის, მიუხედავად იმისა, რომ „უნდა გვიხაროდეს“.
და ეს აღმოჩენები ცოტა საშიშია.
საკუთარი თავის მოსმენა ნიშნავს პასუხისმგებლობას.
თუ გაიგე, რომ არ ხარ კარგად - მერე რაღაც უნდა შეცვალო.
და ეს უფრო რთულია, ვიდრე უბრალოდ იგნორირება.

მაგრამ სიმართლე ის არის, რომ როცა საკუთარ თავს არ ვუსმენთ, მაინც ვიღლებით.
უბრალოდ ვერ ვხვდებით, რატომ.

ხანდახან საკმარისია ერთი კითხვა:
ახლა რეალურად რა მინდა?

არა „რა არის სწორი“.
არა „რას ელიან ჩემგან“.
არამედ - მე რა მინდა.

და პასუხი შეიძლება უცნაური იყოს.
მაგრამ ის იქნება ნამდვილი.