რატომ არ მუშაობს ზოგჯერ „იდეალური რუტინა“

რატომ არ მუშაობს ზოგჯერ „იდეალური რუტინა“

ინტერნეტში ყველას აქვს იდეალური დილა. იდეალური კანი. იდეალური რუტინა. 10 ნაბიჯი, 12 ნაბიჯი, 15 ნაბიჯი.

რეალურ ცხოვრებაში კი, ზოგჯერ ძლივს ვასწრებთ სახის დაბანას.
რუტინა არ უნდა იყოს ტვირთი. თუ ის გვღლის, გვაშინებს ან გვიქმნის დანაშაულის გრძნობას - ეს უკვე არ არის მოვლა.
კარგი რუტინა არის ის, რომელიც შენს ცხოვრებას ერგება და არა შენ - მას.
ზოგისთვის ეს ორი პროდუქტი იქნება.
ზოგისთვის - ექვსი.
ზოგისთვის - მხოლოდ წყალი და პირსახოცი.

და ეს ყველაფერი ნორმალურია.