ხშირად პრობლემა ურთიერთობაში არ იწყება ხმაურით, სკანდალებით ან დრამით. უფრო ხშირად ის ჩუმად მოდის - მაშინ, როცა თითქოს ყველაფერი კარგად არის, მაგრამ შენ შიგნით მაინც გრჩება განცდა, რომ რაღაც არ გყოფნის. თითქოს მარტო არ ხარ, მაგრამ....
ბევრი ამ დროს ჩუმდება. არ ლაპარაკობს, რომ არ გაართულოს, არ გააბრაზოს, არ „გაფუჭდეს“ ურთიერთობა. მაგრამ რასაც არ ამბობ, არ ქრება - უბრალოდ გროვდება.
ურთიერთობა არ არის ადგილი, სადაც მუდმივად უნდა ითმინო. ის არც ისაა, სადაც ყველაფერი იდეალურად უნდა იყოს. ნორმალურია, როცა რაღაც არ მოგწონს, როცა რაღაც გაწუხებს, როცა კითხვები გაქვს. პრობლემა მაშინ იწყება, როცა ამ ყველაფერზე საუბარი აღარ შეგიძლია.