რატომ არის საკუთარი თავის გაგება პირველი ნაბიჯი ცვლილებისკენ

რატომ არის საკუთარი თავის გაგება პირველი ნაბიჯი ცვლილებისკენ

ჩვენ ხშირად ვცდილობთ ცხოვრების გაუმჯობესებას გარედან; ახალი ჩვევებით, მიზნებით, გეგმებით. მაგრამ რეალური ცვლილება იწყება მაშინ, როდესაც ვიწყებთ საკუთარი თავის უკეთ გაგებას.

ემოციები, ფიქრები და ქცევები ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. როდესაც ვერ ვხვდებით, რატომ ვგრძნობთ თავს ასე, ან რატომ ვრეაგირებთ კონკრეტულ სიტუაციებზე გარკვეული ფორმით, ეს გვტოვებს დაბნეულობისა და დაძაბულობის მდგომარეობაში.

ფსიქოლოგიური თვითშემეცნება არ ნიშნავს პრობლემების ძებნას საკუთარ თავში. პირიქით - ეს არის შესაძლებლობა, დავინახოთ ჩვენი შიდა სამყარო უფრო ნათლად:
რა გვაშინებს, რა გვახარებს, რა გვამოტივირებს და რა გვღლის.

როდესაც საკუთარ ემოციებს ვაღიარებთ და არ ვებრძვით მათ, ვიწყებთ მათ მართვას და არა - ისინი ჩვენ.

საკუთარი თავის გაგება არ არის ერთჯერადი პროცესი. ეს არის გზა, რომელიც თანდათან გვაძლევს მეტ სიმშვიდეს, სტაბილურობას და შინაგან ძალას.